აქციაზე დაკავებულების ოჯახის წევრებმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქცია გამართეს. ისინი მოითხოვენ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე პირდაპირი ეთერი დაუთმონ, მათ შორის დაკავებულების სასამართლო პროცესებიც პირდაპირ ეთერში გადასცეს.
„პატიმრების ოჯახის წევრები უკვე არაერთი თვეა ვითხოვთ პირდაპირ ეთერს საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ეს არის ჩვენი ლეგიტიმური უფლება იმიტომ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ბიუჯეტიდან ფინანსდება. ჩვენი ე.წ. ხელისუფლება ამბობს, რომ ყველაფერი არის გამჭვირვალე ამ ქვეყანაში. თუ არის გამჭვირვალე, ჩვენც გვინდა, რომ ჩვენი სიმართლე საზოგადოებამდე მივიტანოთ. ვითხოვთ პირდაპირ ეთერს. ასევე, სასამართლო პროცესები მიმდინარეობს ძალიან კომიკურ და დადგმული სპექტაკლების ვითარებაში. შესაბამისად, ერთადერთი ტელევიზია, რომელსაც აქვს იმის უფლება, რომ პირდაპირი ეთერი გააშუქოს, ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებელი“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.