მთავრობამ სისტემური ლოკდაუნის გადაწყვეტილება არ მიიღო

დღეის მდგომარეობით შეზღუდვებთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიგვიღია. როგორც მედიასაშუალებებით და ასევე მოსახლეობაშია ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს გუშინ ან დღესაც მივიღებდით გადაწყვეტილებას სისტემული ლოკდაუნის შესახებ, კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ არის მიღებული, – მის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ფართო კონსულაციების გზით მიიღება, რასაც მთავრობა უკევ აქტიურად ახორციელებს.

„განვიხილავთ ისეთი ტიპის შეზუდვებს, რაც ზოგადად ყველა ქვეყანაში გამოიყენება ეპიდემიოლოგიური ვითარების მართვისთვის. ყველაზე ეფექტიანი საშუალება კვლავ არის პირბადე და სოციალური დისტანცია“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

Related posts