ამირან გამყრელიძე: ჩვენ 4 ათასამდე შემთხვევა კი არა, გაცილებით მეტი გვაქვს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველოში კორონავირუსით ყოველდღიურად გაცილებით მეტი ადამიანი ინფიცირდება, ვიდრე ამას ტესტები ადასტურებს.

“ჩვენ 4 ათასამდე შემთხვევა არ გვაქვს, უფრო მეტი გვაქვს. 4 ათასამდე შემთხვევაა, რაც ვლინდება და დიაგნოსტირება. ეს არიან ადამიანები, ვისაც სიმპტომები აწუხებთ, მიდიან დასატესტად და ა.შ. დანარჩენი არიან უსიმპტომოები ან მსუბუქი შემთხვევები, რომლებსაც ვირუსი გადააქვთ სახლში და მათი დიაგნოსტირება არ ხდება… ჩვენ რომ ვამბობთ, მსოფლიოში 59 მილიონი ადამიანია ინფიცირებული, ეს 59 მილიონი კი არ არის, სამჯერ მეტია. 59 მილიონი არის, ვინც ლაბორატორიულად დადასტურდა”, – განაცხადა გამყრელიძემ და დასძინა, რომ საქართველოს შემთხვევაშიც ეს მაჩვენებელი გაცილებით მეტია.

Related posts