საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შეზღუდვები ამოქმედდა

 

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 26 ნოემბერს ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით,

 

28 ნოემბერი – 31 იანვრის ჩათვლით:

 

ქვეყნის მასშტაბით იზღუდება:

 

  • 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე – 6 იანვრის ღამე;

 

  • მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის – რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) არ წესდება შეზღუდვა;

 

  • რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე. დასაშვებია:

 

– პროდუქტის გატანა ე.წ. takeaway

 

– „დელივერი“

 

– „დრაივი“

 

  • ფიტნეს დარბაზებისა და საცურაო აუზების მუშაობა;

 

  • ყველა სახის კონფერენციის, ტრეინინგის, კულტურული, გასართობი ღონისძიებების ჩატარება – დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით.

 

  • სპორტული, სახელოვნებო და კულტურული წრეების/სტუდიების საქმიანობა.

 

დიდ ქალაქებში – ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდში, ქ.თელავში – და სათხილამურო კურორტები – ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში დამატებით წესდება შემდეგი შეზღუდვები:

 

  • ქ. თბილისის, ქ. თელავის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის საზღვრებში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა;

 

  • სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში;

 

  • ღია და დახურული ბაზრობები არ მუშაობენ. ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები;

 

  • სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე;

 

  • კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას.

 

სათხილამურო კურორტეზე ასევე:

 

  • სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად;

 

  • ასევე, ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.

 

24 დეკემბერი – 2 იანვრის პერიოდში ხდება შეზღუდვების შემსუბუქება:

 

 

ქვეყნის მასშტაბით:

 

  • იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები;

 

  • აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე – საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.

 

3 იანვარი – 15 იანვრის პერიოდში

 

ქვეყნის მასშტაბით:

 

  • ცხადდება უქმე/დასვენების დღეები;

 

  • აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში;

 

  • არ მუშაობს საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა.

 

16 იანვარი – 31 იანვარი

 

ქვეყნის მასშტაბით:

 

  • აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).

 

  • შაბათ-კვირას ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები აჩერებენ მუშაობას

 

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეზღუდვები არ ეხება:

 

  • ყველა სხვა ეკონომიკურ საქმიანობას, მათ შორის:

 

  1. სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას;

 

  1. საბანკო და საფინანსო საქმიანობას;

 

  1. სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობას;

 

  1. დელივერსა და გატანის სერვისებს;

 

  1. სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას;

 

  1. ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს;

 

  1. საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს;

 

  1. აგრარული ბაზრობის მუშაობას

 

არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით (მათ შორის – ტაქსით) გადაადგილება.

თრიალეთი TV