ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკის მიღმა კიდევ ბევრს გააკეთებს – გია ვოლსკი

„პოლიტსაბჭოს სტრუქტურას რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით არის წინასწარი ცნობები, რომ ოთხი კაცი იქნება სამდივნოში. მას შემდეგ, რაც საბჭო ჩამოყალიბდება, შედგება სხდომა და უკვე საბჭო უფლებამოსილია, იმსჯელოს სამდივნოს შემადგენლობაზე. არ მინდა, ტრადიცია დავარღვიოთ და შევინარჩუნოთ ეს პრივილეგია თავმჯდომარისთვის, რომელიც გააკეთებს განცხადებას”,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის იყო ფაქტორი, არის ფაქტორი და ყოველთვის იქნება, თუმცა პოლიტიკის მიღმა, დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრს გააკეთებს. მისი განცხადებები ზოგმა შიშით მიიღო, ზოგმა ბოროტებით აღსავსე კომენტარები გააკეთა, თუმცა ჩვენს ქვეყანას ყოველთვის დასჭირდება მისი შემწეობა. რაც შეეხება პოლიტიკიდან მის დისტანცირებას, ეს ნამდვილია და არაფერი არ არსებობს ისეთი, რაც დაიმალება. არ მგონია, რომ გუნდი მოისაკლისებს ძლიერ, პროფესიონალ, ინტელექტუალ და ამ ქვეყნისთვის თავდადებულ პერსონებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

თრიალეთი TV