პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს გორში პოლიტიკოსები აფასებენ

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენას გორში პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა, ოპოზიციაში ამბობენ, რომ მმართველ გუნდში და ზოგადად ქვეყანაში კრიზისია, გამოსავალი კი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია. ქართულ ოცნებაში კი ამობენ, რომ პრემიერ მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენა სწორი გადაწყვეტილება იყო. მას შემდეგ, რაც გიორგი გახარიამ პრემიერის პოსტი დატოვა, ,,ქართულმა ოცნებამ,, პრემიერობის ახალ კანდიდატად მთავრობის ყოფილი მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პარლამენტი ახალ პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის შემადგენლობას ორშაბათს დაამტკიცებს. ორშაბათიდან უკვე მოხდება ფრაქციასთან და ოპოზიციურ ჯგუფებთან შეხვედრა და შემდგომ, ორშაბათსვე ჩაინიშნება პლენარული სხდომა, სადაც მოხდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისა და სამთავრობო პროგრამის განხილვა და დამტკიცება. საჭირო არის სიითი შემადგენლობის ერთი მესამედი, 76 ხმა და ეს მხარდაჭერა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ექნება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

>

 

თრიალეთი TV