საქართველოს ჩემპიონატზე გორელმა მოკრივეებმა წარმატებით იასპარეზეს

2 ოქროს, ამდენივე ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს, გორის ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის კრივის სპეციალიზებული სპორტული სკოლის მოკრივეებმა, საქართველოს ჩემპიონატი დიდებსა და ახალგაზრდებს შორის, გოგონებსა და ვაჟებში. ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს ლუკა ნიქაბაძემ და გიორგი გუცაევმა, ვერცხლის მედლები ერგოთ ანა მარგიევს და გიორგი ასანიძეს. ბრინჯაოს მედალი კი ილია მწარიაშვილმა აიღო.

საქართველოს ჩემპიონებმა და პრიზიორებმა მიღწეული შედეგებისა და მათი სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს. შეჯიბრებაზე, რომელსაც 5-9 მაისს თბილისმა უმასპინძლა, საქართველოს 30-ზე მეტი ქალაქის სპორტსმენები იღებდნენ მონაწილეობას.

82 ნახვა
desktop
mobile catfish