,,ახლა მივხვდი რა დიდი სიმწარე ყოფილა შვილის დაკრგვა”- რა წერია გარდაცვლილი გიორგი ქერდიყოშვილის მამის წერილში

,,ახლა მივხვდი რა დიდი სიმწარე ყოფილა შვილის დაკრგვა”- გორში 1 კვირის წინ გარდაცვლილი 24 წლის გიორგი ქერდიყოშვილის მამამ ტელეკომპანია ,,თრიალეთში” ეს წერილი დღეს, გასავრცელებლად მოიტანა. ნუკრი ქერდიყოშვილი წერილში შვილის გარდაცვალებისმიზეზზე საუბრობს და საზოგადოებას აზარტული თამაშების წინაამდეგ გაერთიანებისაკენ მოუწოდებს.

,,ამ წერილს ვწერ ერთ-ერთი გამწარებული მამა. მე ბოდიში მინდა მოვუხადო იმ მშობლებს, რომლებიც ტელევიზიით მოგვმართავდნენ და გვერძე დგომას გვთხოვდნენ, რომ გამოსულიყო მთელი ერი და გადაგვერჩინა ჩვენი შვილები. მე ყოველთვის უთანაგრძნობდი მაგრამ არ გავედი ქუჩაში, რომ მებრძოლა ამ ბოროტების წინააღმდეგ. ახლა მივხვდი რა დიდი სიმწარე ყოფილა შვილის დაკარგვა. მე მთელ ერს ვთხოვ, იქნებ გონზე მოვიდნენ და გადავარჩინოთ ჩვენი მომავალი თაობა. მე ჩემს გიორგის ვეღარ უშველი იქნებ დანარჩენ ბიჭევს უშველოთ. ვთხოვ ჩვენს სამღვდელოებას, ვთხოვ პატრიარსქ, ვთხოვ პარლამენტის იმ პატიოსან წევრებს, რომლებიც არ არიან ამ სათამაშო ბიზნესში გახვეული, დამიდექით გვერძე, რომ ყველამ დავამარცხოთ და დავანგრიოთ სატანის მოგონილი აპარატები და მათი ეშმაკი პატრონები. გამწარებული მამა მოგიწოდებთ ამას. როგორ უნდა შეირგოთ ჩემი შვილის წვალებით შეგროვილი ფული, როგორ წამართვით 24 წლის სიცოცხლით გაუმაძღარი ბიჭის თავი, რომელმაც თავისი შვილიც კი ვერ აიყვანა ხელში. ხალხო გთხოვთ დამიდეგით გვერძე, იქნებ ჩემი გიორგი იყვეს ბოლო და უკანასკნელი. მე ყველა გულმოკლული მშობლის სიმწარეს ვიზიარებ , გთხოვთ ყველა გამოეხმაუროს ჩემი ოჯახის დანგრევას“ – ნუკრი ქერდიყოშვილი

98 ნახვა
desktop
mobile catfish