ავარია კარალეთში – ერთმანეთს 4 მანქანა შეეჯახა

გორი კარალეთის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 1968 წელს დაბადებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში შეიყვანეს და ის ქირურგიულ განყოფილებაში დააწვინეს. როგორც კლინიკაში აცხადებენ, მას თავის ტვინის შერყევა და სხეულის დაჟეჟილობა აღენიშნება. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

58 ნახვა
desktop
mobile catfish