საქართველოს პრეზიდენტი რომის პაპს შეხვდა

ვატიკანში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეხვდა რომის პაპს, ფრანცისკეს.

ვატიკანის სახელმწიფოში პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ რომის ქართულ სამრევლოს ხანგრძლივი დროებითი სარგებლობის უფლებით „სან სალვატორე აიმონტის“ ეკლესია გადაეცა, სადაც წირვა-ლოცვა წლების განმავლობაში ქართულად აღევლინებოდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ვატიკანში, სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პირველად მოეწერა ხელი თანამშრომლობის მემორანდუმებს.

51 ნახვა
desktop
mobile catfish