შიდა ქართლის რწმუნებულმა ყაზახეთის ელჩს უმასპინძლა

სამუშაო შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის და საერთო პროექტების განხორციელების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ასევე, საუბარი შეეხო რეგიონის ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალს. რწმუნებულმა ელჩს ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა როგორც განხორციელებული, ისე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. შეხვედრის მიზანს საქართველოსა დაყაზახეთს შორის ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობის განვითარება წარმოადგენდა. რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული და ყაზახეთის ელჩი ურთიერთობების გაღრმავებასა და მომავალში მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

48 ნახვა
desktop
mobile catfish