კანონმდებლობა ითვალისწინებს ვალის რესტრუქტურიზაციის, საგადასახადო შეთანხმებისა და დავალიანების გადავადების მექანიზმებს, რომლითაც, ამ ხელისუფლების პირობებში, ათიათასობით ორგანიზაციამ ისარგებლა და მათ შორის, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა.
უსამართლობა და უკანონობაა, რომ იგივე სამართლებრივი მექანიზმები ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთის" მიმართ არ გამოიყენება!
კანონი უნდა მოქმედებდეს ყველასთვის თანაბრად - არა მხოლოდ ხელისუფლებისთვის მოსაწონი მედიისთვის.