“პატარა მონაკვეთში მისი კვალი გაქრა” – ოჯახი ოთხი დღეა 20 წლის ბიჭს ეძებს

 

დედების ფონდი ახალგაზრდა კაცის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ ოთხი დღეა ოჯახი 20 წლის ნოდარ თამარიანს ეძებ.

 

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცის ძიების პროცესში პოლიციაც არის ჩართული.

“ჩამოფრინდა ვარშავიდან ქუთაისის აეროპორტში. 14 აგვისტოს საღამოს 9:42 წუთზე.

კამერებმა დააფიქსირა რომ გამოვიდა აეროპორტიდან და ერთი ღამე გაათია სასტუმროში. ეს ფაქტიც დააფიქსირა კამერებმა!

მეორე დილით 10 დან 11 საათამდე გამოვიდა სასტუმროდან და წავიდა სამარშრუტო ტაქსებისკენ რომ წასულიყო თბილისის მიმართულებით.

ესეც დააფიქსირა კამერებმა!

არ მისული სადგურამდე პატარა მონაკვეთში მისი კვალი გაქრა.

4 დღეა ეძებს პოლიციაც! თუ ვინმეს გეცნობათ ან გინახავთ შეგვეხმიანეთ გთხოვთ

საკონტაქტო ნომრები
555407303 ეკა
579230860 ნუგო ” – ნათქვამია განცხადებაში.

თრიალეთი TV