შიდა ქართლში კორონავირუსის 231 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 017 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 502 534. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 81 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 563 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 212 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 206 შემთხვევა, აჭარა – 295, იმერეთი – 453, ქვემო ქართლი – 193, შიდა ქართლი – 231, გურია – 64, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 255, კახეთი – 289, მცხეთა-მთიანეთი – 108, სამცხე-ჯავახეთი – 86, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 32. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 46 786 საიდანაც:

7 343 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 137, აჭარაში – 933, იმერეთში – 1 128.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 608 პირი, მათ შორის, თბილისში – 686, აჭარაში – 192, იმერეთში – 361. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 380 პირი, მათგან თბილისში – 229, აჭარაში – 37, იმერეთში – 34.

2 680 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 226- თბილისში, 892 – აჭარაში.

36 763 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 103 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 101, ხოლო აჭარაში – 2.

სულ 6 ოქტომბრიდან – 1 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 124 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 42 579 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 19 878 პირი, აჭარაში – 5 464, იმერეთში – 3 865.

39 ნახვა
desktop
mobile catfish