კორონავირუსით გარდაცვლილი 47 წლის ქალის ტყუპი ახალშობილების მდგომარეობა მძიმეა

კორონავირუსით გარდაცვლილი 47 წლის ქალის ტყუპი ახალშობილების მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ კლინიკა „ბომონდის“ ახალშობილთა რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ბარათაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

მისი თქმით, ახალშობილები რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან და მათი მდგომარეობა კრიტიკულია.

ექიმის თქმით, საკეისრო კვეთის ჩატარება დედის ინფიცირების და მძიმე მდგომარეობის გამო გახდა აუცილებელი.

„28 კვირის ორსულობაზე დაიბადნენ. საკეისრო კვეთის ჩატარება დედის ინფიცირების და მძიმე მდგომარეობის გამო გახდა აუცილებელი. შვიდთვიანებიც არ არიან. ზოგადი მდგომარეობა მძიმეა. დაბადებისთანავე აპარატზე გადავიდნენ. რესპირატორული დისტრეს სინდრომით დაიბადნენ, დინამიკაში დამძიმდნენ. ორივე კოვიდდადებითი დაიბადა. კოვიდური პნევმონია აქვთ. 15 დღის არიან, აპარატზე რჩებიან. ყველაფერს ვაკეთებთ ამ ბავშვების გადასარჩენად. ვიბრძვით მთელი განყოფილება“, – განაცხადა მარინა ბარათაშვილმა.

თბილისში, კოვიდინფიცირებული 47 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ ტყუპი გააჩინა.

19 აგვისტოს, ქუთაისში, „კლინიკა ბომონდში“ 47 წლის კოვიდდადებითი ქალი ტყუპის დედა გახდა. ის შვილს 10 წლის განმავლობაში ელოდა.

207 ნახვა
desktop
mobile catfish