წერეთლის გამზირზე 3 არასრულწლოვანი დაჭრეს

თბილისში წერეთლის გამზირზე სამი არასრულწლოვანი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, დაჭრა ცივი იარაღით მოხდა. უთანხმოების მიზეზი კი მოზარდებს შორის მუსიკალური გემოვნება გახდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

167 ნახვა
desktop
mobile catfish