„ნამახვანჰესის“ პროექტი შეიძლება უკეთესი პირობებით განხორციელდეს“ – ეკონომიკის მინისტრი

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, „ნამახვანჰესის“ პროექტის განხორციელება უკეთესი პირობებით შეიძლება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, პირობების გაუმჯობესება ყოველთვის შესაძლებელია.

„რადგან დღეს საერთაშორისო არბიტრაჟის რისკი დგას, ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, რათა შესაძლო დავის შემთხვევაში ჩვენი პოზიციები არ დავაზიანო. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავამდე საქმე არ მივიდეს და მოლაპარაკებითა და კომუნიკაციით გადაწყდეს ეს საკითხი.

ვადასტურებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ნამახვანჰესის პროექტი და ზოგადად ქართული ენერგეტიკა, ენერგოდამოუკიდებლობა და უსაფრთხოება. ეს პროექტი უნდა განხორციელდეს, შეიძლება უკეთესი პირობებით იმიტომ, რომ პირობების გაუმჯობესება ყოველთვის შეიძლება. ჩვენი წინა კომუნიკაცია ინვესტორთან იქითკენ იყო მიმართული, რომ უფრო მეტად განხორციელებადი გამხდარიყო ეს პროექტი“, – განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ, რიონის ხეობაში “ნამახვანჰესის” პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით პროტესტის ძირითადი საგანი ინვესტორისთვის 99 წლით მიწის სარგებლობაში გადაცემა და გარემოსდაცვითი საკითხები იყო. 

30 ნახვა
desktop
mobile catfish