ვინ არის კაცი, რომელიც თბილისში კონსპირაციულ ბინაში სააკაშვილს მალავდა

მამაკაცი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს სანზონაში ბინა დაუთმო, ელგუჯა ცომაიაა. ცომაის პროკურატურამ ბრალი დანაშაულის დაფარვის მუხლით წარუდგინა. საქმე ეხება მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადმოკვეთის ფაქტს.

“ე.ც.-მ იცოდა, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა. მიუხედავად ამისა, თავისი აქტიური მოქმედებით, 2021 წლის 30 სექტემბერს მას დასამალად და დროებით საცხოვრებლად გადასცა თავის მფლობელობაში არსებული თბილისში მდებარე ბინა“ – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ელგუჯა ცომაიას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4 წლამდე პატიმრობა ელის. მისი ადვოკატები კი ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ. ცომაიას ერთ-ერთი ადვოკატი მიხეილ სააკაშვილსაც იცავს.

30 ნახვა
desktop
mobile catfish