24 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღეს მოსალოდნელია უფროსებთან კამათი. სახლში ბევრი გადაუდებელი საქმე გამოგიჩნდებათ. გაისტუმრეთ კრედიტები, თქვენი ფინანსური კეთილდღეობა მალე გამოსწორდება.

კურო

დღეს შეგიძლიათ საქმეში წარმატების იმედი გქონდეთ. Მანქანის მართვის დროს სიფრთხილე გამოიჩინეთ. შეიძლება მოულოდნელად დაგაინტერესოთ რელიგიამ. Ძველი გრძნობები განგიახლდებათ. 

ტყუპები

დღევანდელი დღე სითამამეს შეგმატებთ გადაწყვეტილებების მიღებაში. გადადეთ სამსახურებრივი მივლინება. სასიხარულო და სასარგებლო იქნება ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობა. 

კირჩხიბი

დღევანდელი დღე ცოლ-ქმრულ ურთიერთობას უფრო ჰარმონიულს გახდის. სასიყვარულო პაემანი გადადეთ. მატერიალური შეფერხებები გელით. 

ლომი

დღეს თავი აარიდეთ საყვარელ ადამიანთან კამათს. ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემების წინაშე დადგებით.  გექნებათ საყოფაცხოვრებო პრობლემები.

ქალწული

საქმიანობაში მოსალოდნელია სერიოზული ცვლილებები. განსაკუთრებით ყურადღებით იყავით, რადგან ელემენტარულმა შეცდომამ შეიძლება დიდი ზიანი მოგაყენოთ.ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობას. 

სასწორი

დღეს გელით იმედგაცრუება,სწორედ ამიტომ დღევანდელი დღე დაუთმეთ საკუთარ თავს. Დარჩით სახლში და დაისვენეთ. Სიზმრებს უყურადღებოდ ნუ დატოვებთ. 

მორიელი

დღეს იგრძნობთ ემოციური ძალების მოზღვავებას, თუმცა გონივრულად მოიქეცით. თამამად წამოწიეთ თქვენი ინიციატივა კოლეგებისა და ხელმძღვანელების წინაშე განსახილველად. საღამოს შეეცადეთ კარგად დაისვენოთ. 

მშვილდოსანი

დღეს კარგი დღე გელით. საყვარელ ადამიანთან შეხვედრა იქნება ძალიან ვნებიანი. არასასურველი დღეა ბიზნეს-აქტივობისთვის. Შესაძლოა ახალი პიროვნება შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში. 

თხის რქა

საპირისპირო სქესთან ურთიერთობისას იშვიათი წარმატებით ისარგებლებთ. შეიძლება რეალურად მიიღოთ ფული, თან რამდენიმე ადგილიდან. შესაფერისი მომენტია ექიმთან ვიზიტისა და ჯანმრთელობის მიხედვისთვის.

მერწყული

დღეს უფროსებთან იკამათებთ. სიზარმაცე და უყურადღებობა თქვენი მიღწევების წყალში ჩაყრის მიზეზი გახდება. მიენდეთ ფანტაზიას და არ ინანებთ. შეიძლება მიიღოთ პრემია.

თევზები

დღეს შეგიძლიათ საქმეების წარმატების იმედი გქონდეთ. შედარებით ნაყოფიერი იქნება დღის პირველი ნახევარი. თუ ჯერ არ დაქორწინებულხართ, დროა იფიქროთ ამაზე. 

39 ნახვა
desktop
mobile catfish