დღეს მიმდინარე ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური 11,653 მლნ ლარი ჯდება

დღეს, 30 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის ჩატარება მთლიანად 11,653 მლნ ლარი უჯდება.

ცესკოს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილისა და კომისიის მდივანის გიორგი ჯავახიშვილის მიერ ხელმოწერილი დადგენილების მიხედვით, შრომით ანაზღაურებაზე ჯამში, 7,135 მლნ ლარი დაიხარჯება. საქონელსა და მომსახურებაზე – 3,017 მლნ ლარია გაწერილი. არჩევნებისთვის მოხელეთა მომზადება-გადამზადებაზე კი – 271 ათასი ლარია გათვალისწინებული.

ცნობისთვის, 2021 წლის ადგილობრივი არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდა. თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური კი დღეს, 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში იმართება – ამომრჩევლებს 1 830 საარჩევნო უბანი მოემსახურება.

42 ნახვა
desktop
mobile catfish