ეკა ხერხეულიძე: მიხეილ სააკაშვილს წინააღმდეგობა არ აქვს გორის ჰოსპიტალთან დაკავშირებით, მაგრამ აქვს ერთი პირობა

„ერთადერთი რამ, რაც შეიძლება ამ ეტაპზე შემაფერხებელი იყოს, არის შემდეგი. მას აქვს ერთი პირობა, რის გამოც დაიბარა უკრაინის კონსული და პირადი ადვოკატი ნიკა გვარამია. ერთად გაივლიან ამ ტექნიკურ დეტალს, რის შემდეგაც, ნიკა გვარამია მოგახსენებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ.

ჟურნალისტებთან საუბრისას, მას არ დაუკონკრეტებია, თუ რა ტექნიკურ დეტალზეა საუბარი.

„მას წინააღმდეგობა არ აქვს გორის ჰოსპიტალთან დაკავშირებით. არა იმიტომ, რომ მოხარულია ამ ლოკაციით, არამედ იმიტომ, რომ მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ახლა სად გადაიყვანენ. მისთვის მნიშვნელობა აქვს, ბრძოლა როგორ გაგრძელდება ამ ქვეყანაში. ამიტომ, ის ტექნიკური დეტალი, რომელიც, ამ ეტაპზე, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამ წუთებში წყდება“, – ამბობს ეკა ხერხეულიძე.

იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს.

TV Trialeti

TV Trialeti

%d bloggers like this: