“ყველას ვურჩევ, რომ არ დაუშვან იგივე შეცდომა” – კასპში, მეუღლის მკვლელობის დაფარვისთვის ბრალდებულის ქალის წერილი ციხიდან

“ჩემი მეუღლის მკვლელი მკვლელობის ღამესვე დაბრუნდა, ამიტომ ვიყავი ძალიან შეშინებული. უნდა მეცნობებინა მაშინვე პოლიციისთვის, მაგრამ ვერ გავბედე ისეთ მდგომარეობაში ვიყავი. როგორც კი დამიბარეს, იმავე დღეს გამომძიებელს პირველმა მე მოვუყევი მომხდარის შესახებ და ჩემი მონაყოლის სისწორე დადასტურდა კიდეც მოგვიანებით”, – ამის შესახებ კასპში, მეუღლის მკვლელობის დაფარვისთვის ბრალდებული ქეთევან ჩხაიძე “ინტერპრესნიუსისთვის” მიცემულ ინტერვიუში ამბობს.

ბრალდებულის თქმით, წლების განმავლობაში იყო ძალადობის და წამების მსხვერპლი. ის ყველა ქალს ურჩევს, რომ ერთი დღეც არ იცხოვრონ მოძალადე ადამიანთან.

“ყველას ვურჩევ, რომ არ დაუშვან იგივე შეცდომა. წლების განმავლობაში ვიყავი ძალადობის, წამების მსხვერპლი. თითქმის ყოველდღე ვიყავი ძალადობის ქვეშ, მე კი შვილების გამო ვითმენდი ამ კოშმარში ცხოვრებას. მე ყველა ქალს ვურჩევ, რომ არ გაიმეორონ იგივე შეცდომა, რაც მე, იბრძოლონ თავიანთი უფლებებისთვის და ერთი დღეც არ იცხოვრონ მოძალადე ადამიანთან. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც თავიდანვე სჯეროდა, რომ მე ჩემი მეუღლის მკვლელობაში მონაწილეობა არ მქონდა მიღებული”, – აცხადებს ჩხაიძე.

ინტერვიუ სრულად იხილეთ ბმულზე.

წყარო: interpressnews.ge

თრიალეთი TV