დღეიდან რეგიონებში არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის გაზის ტარიფი ძვირდება

დღეიდან რეგიონებში „სოკარ ჯორჯია გაზის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის, 1მ3 ბუნებრივი გაზს 20 თეთრით აძვირებს. ახალი ტარიფით 1მ3 ბუნებრივი გაზის ღირებულება ერთი ლარი და 15 თეთრი იქნება.

გაზის ტარიფის გაძვირებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება 2 ნოემბერს გაავრცელა. „სოკარ ჯორჯია გაზის” განცხადებით, ფასის კორექტირების აუცილებლობა მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯების გაზრდისა და ენერგომატარებლების მსოფლიო ფასის ცვლილებით იყო განპირობებული.

36 ნახვა
desktop
mobile catfish