გაძვირდება თუ არა ელექტროენერგია – რას ამბობენ სემეკში

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) განცხადებით, ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის მიერ, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის შესახებ მედიაში ცრუ ინფორმაცია გავრცელდა.

სემეკი განმარტავს, რომ ელექტროენერგიის ტარიფის მატება არ იგეგმება.

„ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ამჯერადაც არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას. ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, სემეკში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ელექტროენერგიის ტარიფებზე. აღნიშნული წარმოადგენს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სტანდარტულ პროცედურულ ნაწილს, რაზეც სემეკმა განმარტება არაერთხელ გააკეთა.

 

არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, დღეისთვის არ არსებობს ელექტროენერგიის ტარიფების ცვლილების საფუძველი, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის ზრდა არ იგეგმება“, – აცხადებენ კომპანიაში.

98 ნახვა
desktop
mobile catfish