საქართველოში „ომიკრონის“ 147 შემთხვევაა დადასტურებული

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის – „ომიკრონის“ 147 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, – ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი, 2 იანვრის მონაცემზე დაყრდნობით ავრცელებს.

საქართველოში „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევები 20 დეკემბერს გამოვლინდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 938 583 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 902 948, გარდაიცვალა 13 942 პაციენტი.

50 ნახვა
desktop
mobile catfish