რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რამდენიმე ადამიანი, მათ შორის 3 არასრულწლოვანი დაშავდა

რუსთავში, შარტავას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა სამი არასრულწლოვანი, ასევე ორივე ავტომობილის მძღოლი.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

35 ნახვა
desktop
mobile catfish