ციციშვილის კლინიკის კლინიკური დირექტორის, მაია ჩხაიძის ინფორმაციით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 165 ბავშვი მკურნალობს, საიდანაც 3 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 17 066 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 30 ადამიანი.
ინფექციისგან განიკურნა 5 397 პაციენტი.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 42 ადამიანი, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 4 894.
203 ნახვა