ვის შეეხება ე.წ. საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამა?!

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მომდევნო კვირას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოსახლეობას ე.წ. საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამას წარუდგენს, რომლის ფარგლებშიც ათეულობით ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

როგორც მინისტრმა განმარტა, აღნიშნული პროგრამა სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის იქნება შესაძლებლობა, რომ მატერიალური მდგომარეობა გაიუმჯობესონ.

ჩვენი პროგნოზი რაც იყო, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნებოდა 2021 წელს სრულად გამართლდა. ჩვენი პროგნოზი ბევრად უფრო ზუსტი იყო ვიდრე ჩვენი პარტნიორების, საერთაშორისო საფინანსო პარტნიორების. ჩვენ გვქონდა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა და შესაბამისად, ეკონომიკის აღდგენა 2021 წელს. ძალიან ბევრი პროგრამა იგეგმება 2022 წელს იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულების წახალისება და საბოლოო ამოცანა და მთავარი ამოცანა არის ის, რომ უფრო მეტად შევძლოთ ჩვენი მოსახლეობის დასაქმება.

დასაქმება არის ერთადერთი გზა, რომ ჩვენ დავძლიოთ სიღარიბე და ამაზე ჰქონდა დღეს პრემიერს აქცენტი, მათ შორის, იცით, რომ ჩვენ გვქონდა საზოგადოებასთან კომუნიკაცია 2021 წლის ბოლოს როდესაც ვსაუბრობდით ე.წ. საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის განხორციელებაზე, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ათეულობით ათას დამატებით სამუშაო ადგილს შევქმნით. ეს იქნება შესაძლებლობა ჩვენი სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის, რომ მატერიალური მდგომარეობა გაიუმჯობესონ. უკვე მომდევნო კვირას ამ პროგრამის პრეზენტაციას გააკეთებს პრემიერ-მინისტრი. ეს იქნება ერთ-ერთი ბიძგი დასაქმების სტიმულირების,”– განაცხადა დავითაშვილმა.

49 ნახვა
desktop
mobile catfish