2 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)

დღეს ბედნიერი იქნები. თქვენი ქორწინება უფრო რომანტიული გახდება. ოჯახური ატმოსფერო იქნება საუკეთესო. ხალხი დააფასებს თქვენს დამოკიდებულებას ყველაფრის მიმართ. ახალგაზრდა წყვილებს შეუძლიათ გამოტყდნენ თავიანთ გრძნობებში. თქვენს პროფესიაში,გამოიმუშავებთ ფულს და პატივისცემას. მარსი დომინირებს თქვენს ნიშანში, ამიტომ ასოები ა,ლ,ე და რიცხვები 1, 8 მოგიტანთ წარმატებას.

კურო (20 აპრილი – 20 მაისი)

ყურადღება მიაქციეთ თქვენს სამუშაოს. შესაძლოა თქვენს ცხოვრების წესში იყოს გარკვეული ცვლილებები, რომელთან ადაპტაციაც გაგიჭირდებათ. საღამოს შესაძლოა სასიამოვნო ამბები მიიღოთ. შეგიძლიათ ფულის ინვესტირება ბიზნესის გაფართოებისთვის. ძველი კონტაქტები გამოგადგებათ. ატარეთ ნაცრისფერი წარმატებისთვის, ასოები ბ,ვ,უ, ისევე როგორც ციფრები 2 და 7 კარგი იქნება.

ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი)

თქვენ შესაძლოა დაასრულოთ კონტრაქტები,რომელიც დაწყებული გაქვთ.თუ თქვენ პოლიტიკასთან დაკავშირებული ხართ,შესაძლოა დაწინაურდეთ. თქვენი უფროსი გაითვალისწინებს თქვენს აზრს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას. სტუდენტები მიიღებენ შესანიშნავ შედეგებს გამოცდებში. რიცხვები 3, 6, ყვითელი ფერი და ასოები კ,ც და გ მოგიტანს წარმატებას.

კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი)


სამსახურში თქვენი უფროსობა დასასრულს უახლოვდება, შესაძლოა სამართლებრივ დავებშიც კი ჩაერთოთ. არ დაუშვათ უნდობლობა ოჯახურ ურთიერთობაში. არ დაიწყოთ ახალ იდეებზე მუშაობა დღეს. თქვენთვის წარმატებული იქნება რძისფერი, ნომერი 4 და ასოები ჰ და დ.

ლომი (23 ივლისი – 23 აგვისტო)

ყველაფერი,რაც წარსულში გაქვთ გაკეთებული აწმყოში დაგეხმარებათ. დღეს ოჯახი თქვენს ქორწინებაზე თანახმა იქნება. მოსწავლეებმა შეიძლება მიაღწიონ დიდ წარმატებას. თქვენი გეგმები დროულად შესრულდება. ბიზნესში ინოვაციური მიდგომა გამოგადგებათ. თქვენს მცდელობებში ისარგებლებთ ოქროსფერით, რიცხვი 5 და ასოები მ და თ.

ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)


ხანგრძლივმა ქონებრივმა დავებმა შეიძლება მიაღწიოს მოლაპარაკებას. სამუშაო ადგილზე,კონკურენტები შეგაწუხებენ, თუმცა კოლეგების მხარდაჭერა გამოგადგებათ. დღეს თქვენი სამუშაოს ძალიან დამღლელია. დღე ხელსაყრელია ფარმაცევტულ ბიზნესთან დაკავშირებული ადამიანებისთვის. გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუ გაქვთ გულმკერდის ან ფილტვების პრობლემები. 3,8 რიცხვები, ასოები ფ,თ და ნ და ფერი მწვანე წარმატებული იქნება.

სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)

დღეს სიამოვნებას მიიღებთ ნებისმიერი ფიზიკური დატვირთვისგან, რაც დაგროვილი დაძაბულობის მოხსნაშიც დაგეხმარებათ. აქტუალური იქნება შემოსავლების განაწილება, გადასახადების გადახდა და ა.შ. არავინ იწუწუნებს შთაგონების ნაკლებობაზე. დაეხმარეთ გარშემომყოფებს და ისინი თქვენი მადლიერი იქნებიან.აირჩიეთ ასოები რ, თ, ფერი თეთრი და ციფრები 2,7, რაც დაგეხმარებათ თქვენს მცდელობებში.

მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)

კარგი დღეა მშენებლებისთვის, ტექნიკისა და მომსახურების სფეროს წარმომადგენლებისთვის. შესაძლოა ცუდი ამბავი შეიტყოთ ან მოვლენები განვითარდეს უსიამოვნოდ. თქვენი შემართება საშუალებას მოგცემთ რამოდენიმე საქმეს ერთდროულად მოჰკიდოთ ხელი და ბოლომდე მიიყვანოთ. გაუთვალისწინებელი შემთხვევა შესაძლოა ოჯახური კონფლიქტის მიზეზი გახდეს. ასოები ნ და კ, წითელი ფერი და ციფრები 1 და 8, დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)

კარგი დღეა მთლიანობაში. შეიძლება კუჭის ტკივილმა შეგაწუხოთ. ბევრი შეხვედრა გექნებათ. შესაძლოა კარგი პერსპექტივები გაგეხსნათ. სხვადასხვა საქმიან ოპერაციებში წარმატება გელით.ფერი მწვანე , ნომრები 9, 12 და ასოები ბ, დ წარმატებას მოგიტანთ.

თხის რქა (22 დეკემბერი – 19 იანვარი)

დღეს ძალიან გამაღიზიანებელი იქნებით, სრულად დაექვემდებარებით ცვალებად განწყობას. მეგობრებთან შეხვედრა საინტერესო საღამოს გპირდებათ. კოლექტიური შრომისა და ერთობლივი ღონისძიებებისთვის შესაფერისი დღე არ რის. თუმცა რაც არ უნდა იყოს, ინდივიდუალურად წარმატებული იქნებით, შეძლებთ ბევრი საკითხის რეალიზებას. შესაძლოა ახალი რომანტიკული კავშირი. ასოები კ, ჯ, ციფრები 10, 11 და ცისფერი წარმატებას მოგიტანთ.

მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი)

დღევანდელი დღე სულიერ წონასწორობას გპირდებათ, წარმატებული იქნება ჯანმრთელობის გაკაჟების მცდელობა. დღეს შეძლებთ პირადი ცხოვრების საკითხების მოგვარებას. კარგი და საბრძოლო განწყობა, რომელიც დილის ვარჯიშთან ერთად მიიღეთ, თავდაჯერებულობას შეგმატებთ. თავში ნაყოფიერი იდეები მოგივათ. ასოები გ და ს, ასევე ნომრები 10, 11 და ცისფერი ფერი მოგიტანთ წარმატებას.

თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)

დღევანდელი დღე მეტწილად ხანმოკლე კეთილდღეობის მომტანია, რაც საბოლოოდ ხანგრძლივი იმედგაცრუებით იცვლება, განსაკუთრებით სიყვარულში. სიზმრები თითქმის ყოველთვის სრულდება. იუპიტერი მართავს თქვენს ნიშანს, ამიტომ ყვითელი ფერი , ასოები დ, ც, ჯ და ტ, ისევე როგორც რიცხვები 9, 12, დაგეხმარებათ დღეს.

102 ნახვა
desktop
mobile catfish