ამირან გამყრელიძის განცხადებით, ექიმების 82% ვაქცინირებულია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ექიმების 82% ვაქცინირებულია.

რაც შეეხება სამედიცინო პერსონალის ინფიცირების მაჩვენებელს, როგორც გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, გასული წლის ბოლომდე ეს მონაცემი 3.8% იყო, თუმცა იანვარში „ომიკრონის“ გავრცელების გამო გაიზრდებოდა.

„31 დეკემბრის მონაცემებით, მთლიან ინფიცირებაში 3.8% იყო სამედიცინო პერსონალი. რა თქმა უნდა, იანვარში ეს მაჩვენებელი გაიზრდებოდა, რამეთუ იანვარში „ომიკრონის“ სერიოზული გავრცელება იყო. იანვარში 390 ათასი ახალი შემთხვევა გვაქვს და აქედან საშუალოდ, სულ მცირე ნახევარი იქნება „ომიკრონის“ შემთხვევა. შესაბამისად, ფრონტის წინა ხაზზე მყოფი სამედიცინო პერსონალის ინფიცირების მაჩვენებელი მოიმატებდა. სამედიცინო პერსონალიდან ექიმების 82% აცრილია, 65%-ის ფარგლებშია ვაქცინირებული ექთნები, 55%-ის ფარგლებში კი უმცროსი სამედიცინო პერსონალი, სანიტრები“,- განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, პანდემიის დაწყებიდან 31 დეკემბრამდე საქართველოში კორონავირუსით 143 სამედიცინო პერსონალი გარდაიცვალა.

50 ნახვა
desktop
mobile catfish