სამუშაოზე სამედიცინო პერსონალის დროულად დასაბრუნებლად იზოლაციის 5 დღემდე შემცირება დაგვეხმარება – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სამედიცინო პერსონალში კორონავირუსის გავრცელება საკმაოდ მაღალია. გაბუნია თქმით, იმისთვის, რომ მათ სამუშო ადგილზე დაბრუნება დროულად შეძლონ, იზოლაციის ვადის 5 დღემდე შემცირება დაეხმარებათ.

“სამედიცინო პერსონალში გავრცელება არის საკმაოდ აქტიური, რაც გასაკვირი საერთოდ არ არის, რადგან, პერსონალი მუშაობს მაღალი რისკის გარემოში და სწორედ მათი დროული დაბრუნებისთვის სამუშაო ადგილზე, შესაძლებელია, დაგვეხმაროს 5 დღემდე იზოლაციის ვადის შემცირება კოვიდპროგრამების ფარგლებში. რაც შეეხება, ზოგადად, გავრცელების კონტროლს, სამედიცინო პერსონალისთვის, ბუნებრივია, კვლავაც მნიშვნელოვანია ბუსტერ დოზის აქტიური გამოყენება და ინფექციისგან დაცვის საშუალების ასევე აქტიური გამოყენება“, – გაბუნია

69 ნახვა
desktop
mobile catfish