თურქეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისკენ, ჰუმანიტარული დერეფნების გახსნისა და სამშვიდობო შეთანხმების ხელის მოწერისაკენ მოუწოდა.

ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ერთსაათიანი სატელეფონო საუბრისას თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მათი ქვეყანა მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში.

ამასთან, ერდოღანმა რუსეთის ლიდერს უთხრა, რომ ცეცხლის შეწყვეტა შეამსუბუქებს შეშფოთებას ჰუმანიტარული სიტუაციის გამო.

,,პრეზიდენტმა ერდოღანმა განაახლა მოწოდება – “მოდით, ერთად გავხსნათ გზა მშვიდობისთვის”, – აცხადებენ პრეზიდენტის ოფისში.

ორი ქვეყნის ლიდერებმა ასევე ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს.

184 ნახვა
desktop
mobile catfish