უკრაინამ ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის ორგანიზების თხოვნით გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს მიმართა. ამის შესახებ „უნიანი“ წერს.აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, იგორ ჟოვკვამ გერმანული ტელეარხ ARD-ის გადაცემა Tagesschau-ს ეთერში განაცხადა.ჟოვკვას თქმით, აღნიშნული შეხვედრის ორგანიზებაში საერთაშორისო პარტნიორები უნდა იყვნენ ჩართული.როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე „ბევრი ასპექტის განხილვა იქნებოდა შესაძლებელი“.
122 ნახვა