სერგეი ლავროვი – უკრაინასთან მოლაპარაკებები ადვილი არ არის, მაგრამ კომპრომისის გარკვეული იმედი არსებობს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მიმდინარე კონფლიქტი არის მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც მსოფლიო წესრიგს განსაზღვრავს.

ლავროვმა ასევე კომენტარი გააკეთა უკრაინასთან მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებზეც და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები ადვილი არ არის, მაგრამ კომპრომისის გარკვეული იმედი არსებობს.

მისი თქმით, შეთანხმებების ზოგიერთი ფორმულირება ახლოსაა შეთანხმებასთან.

„მე ვხელმძღვანელობ ჩვენი მომლაპარაკებლების მიერ მოწოდებული შეფასებებით. ისინი აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები კარგად არ მიდის გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ მაინც არის გარკვეული იმედი კომპრომისზე”,- განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ლავროვმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების დღის წესრიგი რამდენჯერმე საჯაროდ გამოაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საკუთარ გამოსვლებში.

„მოლაპარკებების საკითხები დაკავშირებულია უსაფრთხოებასთან, დონბასში ადამიანების სიცოცხლის გადარჩენასთან, უკრაინის, როგორც რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებისთვის მუდმივ საფრთხედ გახდომის ხელშეშლასთან, ასევე უკრაინაში ნეონაცისტური იდეოლოგიის აღორძინების თავიდან არიდებასთან, რომელიც აკრძალულია მთელ მსოფლიოში, მათ შორის ცივილიზებულ ევროპაში“, – დასძინა მან.

გარდა ამისა, „გარდიანის“ ცნობით კი, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისიც აღნიშნა, რომ რუსეთი ვერ ხედავს იმის ნიშანს, რომ შეერთებული შტატები მიმდინარე კონფლიქტის მოგვარებითაა დაინტერესებული.

შეგახსენებთ, წუხელ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების პოზიციები ახლა “უფრო რეალისტურად გამოიყურება”.

105 ნახვა
desktop
mobile catfish