„ლეიბორისტული პარტიის“ წევრს, ლაშა ჩხარტიშვილს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. მას საჯარო მოხელის შეურაცხყოფას ედავებოდნენ.
როგორც ადვოკატმა, ია სირანაშვილმა აღნიშნა, აპირებენ გადაწყვეტილების გასაჩივრებას.
„საჯარო მოხელის შეურაცხყოფას ედავებოდნენ, კონკრეტულად მოსამართლის, დავით მაკარაძის მიმართ. ერთ-ერთ პოსტზე იყო კომენტარი, რომელიც არ იყო გაკეთებული ლაშა ჩხარტიშვილის მიერ, მას არ დაუწერია კომენტარი. ვაპირებთ ვუჩივლოთ შსს-ს, ცილისწამება განხორციელდა შსს-ს მიერ, არც ექსპერტიზა ჩატარდა, რომ ლაშას კომენტარი იყო. უარვყოფდით. დილით 04:30 საათზე იყო კომენტარი და ლაშას მაგ დროს სძინავს. არც მოსამართლეს არ იცნობდა. მისი კომენტარი არ ყოფილა, ან გაუტეხეს „ფეისბუქი“, ან არ ვიცი, ცოტა გაურკვეველი ნაწილია.
5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. ვაპირებთ გავასაჩივროთ. მას მიკედლებული ჰყავს უპატრონო ძაღლი, მარტო ვერ გაჩერდება პატრონის გარეშე“,- აღნიშნავს ადვოკატი.