8 წლის ბავშვს, რომელსაც დღეს თბილისში ავტომობილი დაეჯახა, ფეხის ამპუტაცია დასჭირდა

თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ 8 წლის ბიჭს მარჯვენა ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში განუცხადეს.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

“ამ ეტაპზე ოპერაციული ჩარევები დასრულებული არ არის. ისევ მიმდინარეობს. მენჯ-ბარძაყის ფიქსაცია ჩატარდა, მუცლის ღრუზე ჩატარდა ოპერაციული ჩარევა და ასევე, ახლა უროლოგიური ოპერაცია მიმდინარეობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით უკიდურესად მძიმეა“, – აცხადებენ კლინიკაში.

შეგახსენებთ, თბილისში, შარტავას ქუჩაზე, ავტომანქანა 8 წლის ბავშვს დღეს დილით დაეჯახა.

145 ნახვა
desktop
mobile catfish