სანქციების ახალი პაკეტი რუსეთს – ევროკავშირმა და აშშ-მა 217 ფიზიკური პირი და 18 კომპანია შავ სიაში შეიყვანა

ევროკავშირმა სანქციების ახალი პაკეტის ფარგლებში, 217 ფიზიკური პირი და 18 კომპანია, შავ სიაში შეიყვანა.

შავ სიაში პუტინის ორი შვილიც მოხვდა. სანქცირებულ პირებს გაეყინებათ აქტივები და შეეზღუდებათ ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობა. სანქციები დააწესა შეერთებულმა შტატებმაც. ჯო ბაიდენმა რუსეთიდან ენერგორესურსების, ნავთობის, ქვანახშირის და ბუნებრივი აირის, იმპორტის აკრძალვაზე კანონს ხელი მოაწერა.

გარდა ამისა, აიკრძალა რუსეთთან და ბელარუსთან ნორმალური სავაჭრო ურთიერთობები. რუსეთში ამერიკის მიერ დაწესებულ სანქციებს მოსკოვისთვის ეკონომიკური ომის გამოცხდებად აფასებენ.

66 ნახვა
desktop
mobile catfish