პოლიტიკა

კავშირი "თრიალეთის" სარედაქციო პოლიტიკასა და სანქციებს შორის:

კავშირი "თრიალეთის" სარედაქციო პოლიტიკასა და სანქციებს შორის:

ხელისუფლების მიერ, ჩვენს მიმართ გატარებული ფინანსური სანქციები, პირდაპირ კავშირშია „თრიალეთის“ კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკასთან. კერძოდ, ინკასოს დადება დაემთხვა შემდეგი სიუჟეტების ეთერში გასვლას:

პირველი ინკასო: 30 ივნისი, 2025 წელი.

1.       გადაცემის სტუმარმა კახა კუკავამ გააკრიტიკა პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე. გადაცემის ეს ფრაგმენტი ჩვენს გვერდებზე განთავსდა 2025 წლის 11 ივნისს. - ლინკი: https://youtu.be/U1oZyVzgMXc?si=fr4Xp1oGykKme-T5

2.       მეორე გადაცემა გავიდა 2025 წლის 19 ივნისს, სადაც სტუმარმა გააკრიტიკა მაშინდელი სუს-ის უფროსი ანრი ოხანაშვილი და მისი მეჯვარე გორის მერი კონსტანტინე ბუზალაძე - ლინკი: https://youtu.be/s93_NdVpxHI?si=I09_gU8J0jJ9rOgx

აღნიშნული გადაცემების გასვლიდან რამდენიმე დღეში ჩვენი ჟურნალისტებისთვის დაიკეტა შიდა ქართლის გუბერნიის და მერიის კარები, შეწყდა მათთვის საჯარო ინფორმაციების გადაცემაც კი, აღარ უშვებდნენ შენობაში და არ აძლევდნენ ინფორმაციას, რაც ამჟამადაც გრძელდება.

ამ ფაქტებიდან სულ მალე, 30 ინვისს საბანკო ანგარიშებზე დაგვადეს ინკასო.

მეორე ინკასო: 21 ოქტომბერი, 2025 წელი.

1.       2025 წლის 9 ოქტომბერს გადაცემის სტუმარმა, აქტივისტმა ლექსო ვალიაურმა გააკრიტიკა "ქართული ოცნება" და უწოდა "რუსეთიდან მართული ხელისუფლება".  ლინკი: https://youtu.be/M3tcx5iBrbg?si=D_5Oy_76dx1x1eRm

2.       2025 წლის 20 ოქტომბერს გადაცემის სტუმარმა ლაშა ჩხარტიშვილმა ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს უწოდა "ბიძინა რუსი" და "საქართველოს მტერი". ხოლო ხელისუფლებას "რეჟიმი". მან ასევე გააკრიტიკა ხელისუფლების სხვა წევრებიც. გადაცემის ლინკი: https://youtu.be/LwGHpQvh-nM?t=86 (ეთერში გავიდა 20 ოქტომბერს აიტვირთა მომდევნო დღეს)

მომდევნო დღეს, 2025 წლის 21 ოქტომბერს, შემოსავლების სამსახურმა ჩვენს საბანკო ანგარიშებს დაადო ინკასო.

მესამე ინკასო: 9 იანვარი, 2026 წელი.

2025 წლის 8 იანვარს ჩვენს ფეისბუქ გვერდზე განთავსდა ჩანაწერი სადაც გორელი მოქალაქე აფიქსირებს თავის აზრს. სადაც მთავრობას უწოდებს „შაიკას“ და ადარებს "ლაჩარს". აღნიშნულმა ვიდეომ სოციალურ ქსელში 300 000 ზე მეტი ნახვა ააგროვა.

ლინკი: https://www.facebook.com/share/v/1GQdm5N8Aq/

მომდევნო დღეს, 2025 წლის 9 იანვარს დაგვადეს მესამე ინკასო.

ზემოთ აღნიშნული მაგალთები ყველაზე ახლოსაა ინკასოს დადების თარიღთან. თუმცა ამ პერიოდში ჩვენს ეთერში და სოციალურ ქსელებში თავსდებოდა სხვადასხვა გადაცემები, სადაც გადაცემის სტუმრები თავისუფლად განიხილივადნენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები