საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 161 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 1 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 178 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 709 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 469 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 161 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 654 076.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.89%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.23% ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.12%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 301 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 635 291.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 795 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 161 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 86 შემთხვევა, აჭარა – 9, იმერეთი – 20, ქვემო ქართლი – 9, შიდა ქართლი – 7, გურია – 8, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 4, კახეთი – 13, მცხეთა-მთიანეთი -1, სამცხე-ჯავახეთი – 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 1 964 საიდანაც, 335 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 185, აჭარაში – 12, იმერეთში – 87.

ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 73 პირი, მათ შორის, თბილისში – 48, აჭარაში – 6, იმერეთში – 9. 1 629 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

125 ნახვა
desktop
mobile catfish