800 ლარის კვების პროდუქტები ან საყოფაცხოვრებო ნივთები – ნახეთ, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების პროგრამა

კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების პროგრამა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში ფუნქციონირებს. 

აღნიშნული პროექტი სიღატაკეში ან/და კრიზისში მყოფი ბავშვიანი ოჯახების პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილებას, ბავშვის მიტოვების რისკის შემცირებასა და ოჯახურ გარემოში ბავშვის აღზრდის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. თითოეულ ოჯახს, რომელიც დადგენილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, ერთჯერადად 800 ლარამდე თანხის კვების პროდუქტები ან საყოფაცხოვრებო ნივთები გადაეცემა. 

რას ითვალისწინებს დახმარება?

პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით, საკვები პროდუქტებით (მათ შორის ხელოვნური კვების პროდუქტებით) და საყოფაცხოვრებო საქონლით უზრუნველყოფას.

ვის შეუძლია ისარგებლოს დახმარებით?

სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ სიღატაკეში ან/და კრიზისში მყოფი ბავშვიანი ოჯახები, რომლებიც პირველად დახმარებას საჭიროებენ.

ვის უნდა მიმართოთ საჭიროების შემთხვევაში?

დახმარების მისაღებად, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებს უნდა მიმართოთ.

ვინ იღებს გადაწყვეტილებას დახმარების გაცემის თაობაზე?

სამიზნე ჯგუფისათვის პირველადი დახმარების გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისია იღებს. 

რა თანხას შეადგენს ერთ ოჯახზე გაწეული დახმარება?

ერთ ოჯახზე მისაწოდებელი საქონლის/მომსახურების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 800 ლარს.

კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების  ქვეპროგრამის ბიუჯეტი  1 800 000 ლარით განისაზღვრება.

7,745 ნახვა
desktop
mobile catfish