სექტემბრიდან, მოსწავლეები საქართველოს ისტორიას დამოუკიდებელ საგნად შეისწავლიან

ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში “საქართველოს ისტორია” დამოუკიდებელ საგნად შეისწავლება. ცვლილების მთავარი მიზანია, ახალგაზრდებმა საშუალო საფეხურზე ჩვენი ქვეყნის ისტორია უძველესი დროიდან დღემდე უწყვეტად შეისწავლონ. ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა სამინისტრომ 2021 წლიდან დაიწყო. სპეციალისტების ჯგუფმა შეიმუშავა ისტორიის განახლებული სტანდარტი, რომლის თანახმადაც, ეროვნულ სასწავლო გეგმაში “საქართველოს ისტორია” და “ისტორია” ცალ-ცალკე საგნებად გაიწერა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის თქმით, ახალ საგანში აქცენტი გაკეთდება საქართველოს ისტორიის სიღრმისეულ შესწავლაზე და გაანალიზებაზე, შესაბამისად, სკოლებში შევა ახალი სახელმძღვანელოები საქართველოს ისტორიაში, რომელთა გრიფირების პროცესიც უკვე დაწყებულია.

108 ნახვა
desktop
mobile catfish