ჯოზეფ ბორელი – სიგნალი უნდა გავაგზავნოთ, რომ დავიწყოთ მზადება სამი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისთვის – ეს არის სიგნალი, რომელიც უნდა გაიგონონ არა მხოლოდ უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში, არამედ ექო უნდა ისმოდეს ჩვენს საზღვრებს მიღმაც

როგორც მოგეხსენებათ, ევროპულმა საბჭომ, ამ კვირის ბოლოს, სიგნალი უნდა გააგზავნოს, რომ ჩვენ დავიწყოთ მზადება ამ სამი ქვეყნის [უკრაინა,მოლდოვა, საქართველო] ევროპული ინტეგრაციისთვის. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.ბორელის თქმით, ეს ექო უნდა ისმოდეს ევროკავშირის საზღვრებს მიღმაც.„ეს არის ძლიერი სიგნალი, რომელიც უნდა გაიგონონ არა მხოლოდ უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში, არამედ მისი ექო უნდა ისმოდეს ჩვენს საზღვრებს მიღმაც, როგორც ჩვენი სიძლიერისა და ერთობის მანიფესტაცია და მხარი დავუჭიროთ ამ სამ ქვეყანას, განსაკუთრებით მას, ვისზეც ხორციელდება რუსეთის აგრესია“, – აღნიშნა ბორელმა.

580 ნახვა
desktop
mobile catfish