აქციის მონაწილეებმა პარლამენტიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს, სადაც მთელი ღამით დარჩენას გეგმავენ

აქციის „შინ ევროპისკენ“ მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს, სადაც მთელი ღამით აპირებენ დარჩენას.ერთ-ერთი ორგანიზატორის, შოთა დიღმელაშვილის ინფორმაციით, ხვალ მთავრობის ადმინისტრაციაში სხდომაა დაგეგმილი, რომელსაც დილიდან ხმაურით უნდა შეხვდნენ.„მთავრობის სხდომა იმართება ორშაბათს, დილით, კანცელარიაში. ამიტომ მივიდეთ და გავაგონოთ ჩვენი ხმა. ჩვენ მთელი ღამით ვიქნებით დაბანაკებული, შეგიძლიათ თქვენც შემოგვიერთდეთ. ყველამ ერთად ჩავაბაროთ ეროვნული გამოცდა”, – აღნიშნა დიღმელაშვილმა.აქცია „შინ ევროპისკენ“ პარლამენტთან 20:00 საათზე დაიწყო. მოგვიანებით მონაწილეებმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან გადაინაცვლეს, საიდანაც მთავრობის ადმინისტრაციასთან წავიდნენ.

485 ნახვა
desktop
mobile catfish