რუსებმა ოკუპირებული მელიტოპოლიდან გასასვლელები ჩაკეტეს

რუსეთმა უკრაინის ოკუპირებული ქალაქ მელიტოპოლიდან გასასვლელები დაბლოკა, – ამის შესახებ ქალაქის მერმა ივან ფედოროვმა განაცხადა.

„ისე შეეშინდათ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის, რომ ათასობით მშვიდობიან მოქალაქეს ამოეფარნენ, როგორც ცოცხალ ფარს, მთელი ქალაქი მძევლადაა აყვანილი“, – აღნიშნა ფედოროვმა.

ცნობისათვის, გუშინ ფედოროვმა განაცხადა, რომ რუსებმა მელიტოპოლის დასავლეთი ნაწილი დაბლოკეს და “საცხოვრებელი უბნის ათიათასობით მოქალაქე” ჩაკეტეს.

400 ნახვა
desktop
mobile catfish