ბოლო ერთ კვირაში, შიდა ქართლში COVID-19 -ით 177 პირი დაინფიცირდა

10 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 7 812 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, დადასტურებული შემთხვევებიდან 177 შიდა ქართლში დაფიქსირდა. გარდაიცვალა კიდევ 7 პაციენტი, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 764 პირი.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 72 073 ტესტი.

153 ნახვა
desktop
mobile catfish