გორელმა ფრენბურთელმა გოგონებმა, ბრინჯაოს მედლით დაასრულეს ბათუმის ღია პირველობა პლაჟის ფრენბურთში

გორელმა ფრენბურთელმა გოგონებმა, ბრინჯაოს მედლით დაასრულეს ბათუმის ღია პირველობა პლაჟის ფრენბურთში, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 12 გუნდი იღებდა მონაწილეობას. ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების და ხელშეწყობის სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, 3 მატჩი მოგების შემდეგ, გორელები, ნახევარფინალში ,,ბათუმთან” დამარცხდნენ, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში 2:0 მოუგეს ,,თბილისს” (მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს გორელი ლიზი ზირაქაშვილი). გორის გუნდი, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის ფრენბურთელებით იყო დაკომპლექტებული – ლიზი ზირაქაშვილისა და მაიკო გელაშვილის შემადგენლობით (მწვრთნელი თინა ფსუტური).

შეგახსენებთ, რომ ერთი თვის წინათაც შეძლეს ამ გოგონებმა, ბათუმის ღია პირველობაზე მედლების (ვერცხლი) მოპოვება.

ვულოცავთ, გორელ ფრენბურთელებს და მათ მწვრთნელს მორიგ ნაყოფიერ ასპარეზობას! ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

ფოტოზე: მარცხნიდან – ლიზი ზირაქაშვილი, მწვრთნელი თინა ფსუტური და მაიკო გელაშვილი

204 ნახვა
desktop
mobile catfish