თენგიზ ცერცვაძე: კოვიდის მართვას ვახერხებთ როგორც რიგითი რესპირაციული ინფექციის. ბოლო 4 თვის განმავლობაში გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა პრაქტიკულად იგივეა, რაც გრიპის ეპიდემიის დროს

თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა კოვიდ 19-ის ირგვლივ არსებულ გამოწვევებს გაუმკლავდა. მისივე განმარტებით ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატების შემოტანისა და პაციენტების სწორად მართვის შედეგია სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელიც.„ბოლო 4 თვის განმავლობაში არცერთი ავადმყოფი, ვინც პირველ 3 დღეში ჩაიტარა ტესტი, დაისვა დიაგნოზ და საჭიროების შემთხვევაში მიიღო „პაქსლოვიდი“, არცერთი არ დამძიმებულა და არცერთი არ გარდაცვლილა. ანუ, ჩვენ შევძელით მიგვეღწია ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზნისთვის, რომ კოვიდის მართვას ვახერხებთ ბოლო 5 თვეა, როგორც ერთ-ერთი რიგითი რესპირაციული ინფექციის. ყოველ შემთხვევაში, ბოლო 4 თვის განმავლობაში გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა პრაქტიკულად იგივეა, რაც გრიპის ეპიდემიის დროს. მეტი გარდაცვალება კოვიდის დროს არ გვაქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში კოვიდ-ავადმყოფების უსაფრთხოება აბსოლუტურად დაცულია. არცერთი ავადმყოფი არ რჩება მკურნალობის გარეშე“, – განაცხადა ცერცვაძემ.

807 ნახვა
desktop
mobile catfish