მთელი მარნეული გლოვობს! მეგობართან მიდიოდა და ვეღარ მიაღწია – რას წერენ დაღუპულ გოგოზე

გუშინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მარნეულში – დაღუპულია 17 წლის გოგონა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას გოგონა დაღუპული დახვდა.

„17 წლის მოზარდი რომელიღაც უპასუხისმგებლო მძღოლის მსხვერპლი გახდა და დაიღუპა. არადა, დღე ჩემს მეგობართან მიდიოდა ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებლად, თუმცა ვერ მიაღწია. მას უნდოდა ექიმი გამხდარი იყო მაგრამ… დღეს მთელი მარნეული გლოვობს.  

ამაზე დიდი ტრაგედია რა უნდა იყოს? ოჯახს და ამ გოგოს მასწავლებელს Elvir Hasanoğlu-ს ვუსამძიმრებ დღეს მათ ყველაზე მეტად სტკივათ…

საჭესთან მჯდომმა ადამიანებმა უნდა იფიქრონ გადაჭარბებულმა სიჩქარემ რა შედეგი შეიძლება მოიტანოს. სხვანაირად ეს უბედურება არ დამთავრდება„,- წერს ადგილობრივი.

839 ნახვა
desktop
mobile catfish