სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის გამოკითხვა მიმდინარეობს.
საქალაქო სასამართლოში, ამ წუთებში, ჩვენებას მაგისტრატი მოსამართლის წინაშე აძლევს „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ წევრი გიორგი კანდელაკიც.
სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გუშინ გამოიკითხა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გუბაზ სანიკიძე.
ცნობისთვის, გივი თარგამაძე, თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე და გიორგი კანდელაკი სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არიან გამოკითხვაზე დაბარებული, რაც უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
მათთან სუს-ის გამომძიებლებს კითხვები სავარაუდოდ, მათ მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებზე ექნებათ, რომელიც „საქართველოში ირანის გავლენების გაზრდას ეხებოდა“.