პოლიტიკა

ყოფილი პრემიერის სიმამრი, თამაზ თამაზაშვილი ამბობს, რომ სიძეს, ირაკლი ღარიბაშვილს ვერ უკავშირდება
29 წუთის წინ

ყოფილი პრემიერის სიმამრი, თამაზ თამაზაშვილი ამბობს, რომ სიძეს, ირაკლი ღარიბაშვილს ვერ უკავშირდება

მთავრობის ყოფილი მეთაურის სიმამრი, თამაზ თამაზაშვილი TV პირველთან ამბობს, რომ ექსპრემიერს ვერ უკავშირდება. 

ღარიბაშვილის ოჯახის წევრის თქმით, მის სახლში პოლიცია არ შესულა და ის დღეს მხოლოდ სტუმრებს მასპინძლობდა.

"არ ვიცი, ჩემთან არავინ არ ყოფილა. მე სტუმრები მყავდა, გავაცილე, ვიქეიფეთ.  არა, არ მისაუბრია [ირაკლი ღარიბაშვილთან]. არ დამირეკია იმიტომ, რომ ვერ ვუკავშირდები, ხომ გეუბნებით მე კახეთში ვარ," - უთხრა "პირველებს" თამაზ თამაზაშვილმა. 

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილისა და ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული რვა პირის საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა.

პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ თქვა, რომ ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები